მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო სააგენტო- საინვესტიციო შედეგები

BM.GE
11.02.22 18:24
1099
საპენსიო სააგენტო, საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად, საინვესტიციო შედეგების ყოველთვიური ანგარიშის გამოქვეყნებას იწყებს.

ანგარიში, რომელიც სააგენტოს ოფიციალურ ვებ გვერდზე რეგულარულად განთავსდება, მოიცავს ინფორმაციას საინვესტიციო ამონაგების, აქტივების განაწილებისა და პორტფელის რისკის პარამეტრების შესახებ.

2022 წლის იანვრის ანგარიშის მიხედვით, საპენსიო ფონდის აქტივების წმინდა ღირებულება 2 მილიარდ 63 მილიონ ლარს შეადგენს. ფონდის წმინდა ამონაგები 2019 წლიდან 2022 წლის იანვრის ჩათვლით 32.37%-ია, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 4.84% შეადგინა.

გოგა მელიქიძე საპენსიო სააგენტო; უფროსი საინვესტიციო ოფიცერი