მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო-ესპანეთის სავაჭრო ბრუნვა - რა პოტენციალია?

BM.GE
27.03.23 09:47
158
საქართველო-ესპანეთის სავაჭრო ბრუნვა ბოლო ათი წლის მაქსიმუმზეა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული იანვარ-თებერვლის მონაცემებით, ქვეყნებს შორის ვაჭრობა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით გაორმაგებულია და 47.3 მლნ დოლარს შეადგენს. 

იმ ფონზე, რომ იანვარ-თებერვალში ევროკავშირის წილი საქართველოს ექსპორტში თითქმის განახევრებულია და 115.8 მილიონ დოლარს შეადგენს. საექსპორტო ქვეყნების ათეულში ამ პერიოდში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან მხოლოდ ორი ბულგარეთი და ესპანეთი მოხვდა. ამასთან, ესპანეთის მიმართულებით ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა, ბულგარეთში კი შემცირდა. 

მიმდინარე წლის ორი თვის მონაცემებით, ესპანეთმა საქართველოს უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნებს შორის 2.4%-იანი წილით მეცხრე ადგილი დაიკავა. ამ პერიოდის განმავლობაში ესპანეთის მიმართულებით ექსპორტი 658%-ით გაიზარდა. შედეგად საქართველომ საქონლის რეალიზებით 21 მილიონ 602 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. 

2023 წლის პირველი ორი თვის განმავლობაში ესპანეთიდან საქონლის იმპორტი ასევე რეკორდული იყო. ჯამში ამ პერიოდში საქართველომ 25 მილიონ 690 ათასი დოლარის საქონელი შეიძინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის იმპორტს 30.2%-ით აღემატება. იმპორტირებული საქონლის ჩამონათვალი, ექსპორტირებულთან შედარებით უფრო მრავალფეროვანია, თუმცა ძირითადი წილი ხუთ სასაქონლო ჯგუფზე მოდის. 

იმპორტირებული საქონლის TOP-5-ეული ასეთია:
1. მოსაპირკეთებელი კერამიკული ფილები - 4.5 მლნ დოლარი, 7 106 ტონა;
2. კოსტუმები, კომპლექტები, კომბინეზონები, ბრიჯები და შორტები, ქალისა ან გოგონასი - 1.5 მლნ დოლარი, 34 ტონა;
3. მსუბუქი ავტომობილები - 1 მლნ დოლარი;
4. სვიტერები, პულოვერები და ტრიკოტაჟის ანალოგიური ნაწარმი, ნაქსოვი - 958 ათასი დოლარი, 20 ტონა;
5. დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - 954 ათასი დოლარი, 14 ტონა;

გარდა ამისა, ესპანეთიდან საქართველოში კიდევ ცხოველების საკვებად გამოსაყენებელი პროდუქტები, კალმები და გადანაწვენები, შავი ლითონებისაგან ცისტერნები, კასრები, ყუთები და ანალოგიური ტევადობები, მამაკაცისა ან ბიჭის კოსტუმები, აზოტოვანი სასუქები, დამზადებული ან დაკონსერვებული ბოსტნეული და სხვა საქონელი შემოვიდა.

სტუმარი: ვასილ ბაბლუანი - ესპანეთი-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანადამფუძნებელი;