მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო კორონავირუსის მკურნალობის ახალ მეთოდზე მუშაობს

BM.GE
31.03.20 09:32
845
მსოფლიო უკვე რამდენიმე თვეა უხილავ მტერს ებრძვის, კონკრეტულმა ქვეყნებმა უკვე დაიწყეს ვაქცინაზე მუშაობა, მაგრამ მისი კლინიკური ტესტირებები დიდ დროს მოითხოვს, შესაბამისად, საუკეთესო შემთხვევაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 1 წელიწადში გვექნება. თუმცა ამის პარალელურად მსოფლიო და მათ შორის საქართველოც უკვე იყენებს კონკრეტულ პრეპარატებს, რომლის საშუალებითაც ხდება დაინფიცირებულების მკურნალობა, მაგრამ ძიება საუკეთესო პრეპარატის ჯერ კიდევ გრძელდება. ამ პროცესში კი მსოფლიომ საინტერესო მიგნებას მიაკვლია, რომელიც კრიტიკულად მძიმე პაციენტების მკურნალობაში გამოჯნმრთელებული ადამიანების პლაზმის გამოყენებას გულისხმობს, მუშაობა ამ საკითხზე დაიწყეს უკვე საქართველოშიც.