მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო, როგორც სატრანზიტო ჰაბი - მითი თუ რეალობა

BM.GE
28.03.22 18:27
889
“რუსული პორტების შეფერხების გამო, საქართველო აბრეშუმის გზის უალტერნატივო ჰაბი გახდა”- ეს განცხადება გადამაზიდავი კომპანია “კაიროს ლოჯისტიკის” დირექტორს ეკუთვნის. დიახ, რუსეთ-უკრაინის ომის გამო შექმნილმა კრიზისმა საქართველოს პორტებზე მოთხოვნა და ინტერესი გაიზარდა. ახალ შესაძლებლობებზე კი ვსაუბრობთ, თუმცა რამდენად გვაქვს რესურსი ეს პოტენციალი რეალურად გამოვიყენოთ? აქ კიდევ ერთი კითხვა ისმის, რამდენად საკმარისი იქნება ქართული პორტების გამტარუნარიანობა, მითუმეტეს, როცა საქართელოში ამ დრომდე ღრმაწყლოვანი პორტი არ არსებობს.