მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ 10 თვეში $14.8 მლნ-ის ყავა იყიდა

BM.GE
03.12.21 13:45
374
მიმდინარე წლის 10 თვეში საქართველომ 2020 და 2019 წლებთან შედარებით ნაკლები რაოდენობის ყავა იყიდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წელს სხვადასხვა ქვეყნიდან 5 101 ტონა ყავის იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის იმპორტზე 3%-ით ნაკლებია, ხოლო 2019 წელთან შედარებით კლება 8%-ს შეადგენს.

რაც შეეხება იმპორტირებული ყავის ღირებულებას, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში ყავის შესაძენად ქვეყნიდან 14 მლნ დოლარი გავიდა, რაც აღემატება როგორც 2020 წლის, ასევე 2019 წელს განხორციელებული ყავის იმპორტის ღირებულებას.