მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ ევროკავშირისგან პანდემიისას 1.5 მლრდ ლარი მიიღო

BM.GE
14.12.20 09:40
453
საქართველოს ჯანდაცვის სიტემის გაძლიერებისათვის დაიხარჯება ევროკავშირის დახმარება, რომელიც ოთ სფეროზე განაწილდება.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, საქართველომ პანდემიის პირობებში ევროკავშირისგან დახმარების სახით უშუალოდ ევროკავშირიდან და ევროპული საინფანსო ინსტიტუტებისგან 1.5 მილიარდი ლარი მიიღო. ჰარცელის განცხადებით, ამ თანხის 2/3 საქართველოსთვის განკუთვნილ პირდაპირ გრანტს წარმოადგენს, ნახევარი მილიარდი ლარი კი შეღავათიანი კრედიტია. ევროკავშირის ელჩის თქმით, ეს თანხა უშუალოდ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაზე და COVID-19-ის მიერ გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ეფექტის შემსუბუქებაზე დაიხარჯება.

საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარების შესახებ ევროკავშირის ელჩის ინტერვიუს EU ევროკავშირის წარმომადგენლობამ გამოაქვეყნა, რომელშიც კარლ ჰარცელი აღნიშნავს, რომ ის დახმარება, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს პანდემიასთან ბრძოლაში უწევს მხოლოდ ფინანსებით არ შემოიფარგლება და მის ფარგლებში ქვეყანამ სამედიცინო აღჭურვილობაც მიიღო.