მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ კოკა-კოლას საქველმოქმედო ფონდისგან ფინანსური მხარდაჭერა მიიღო

BM.GE
14.05.20 22:27
793
საქართველომ კოკა-კოლას საქველმოქმედო ფონდის ფინანსური დახმარება მიიღო და კოვიდ-19-ის რისკის შემცირების ფარგლებში საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების დახმარებით გადაუდებელ ღონისძიებებს განახორციელებს. კერძოდ, მხარდაჭერის ფარგლებში ინფექციურ საავადმყოფოს აუცილებელი სამედიცინო-ლაბორატორიული აღჭურვილობა მიეწოდება. ასევე თანამშრომლობის ფარგლებში მოხდება სწრაფი ტესტების შესყიდვა, რომელიც იმ რისკ ჯგუფებში იქნება გამოყენებული, რომლებიც სხვადასხვა აქტივობების წინა ხაზზე არიან ჩართულნი, მათ შორისაა მედიის, მუნიციპალიტეტების, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.