29.თებერვალი .2020 00:38

საქართველოს ბანკი -საგანმანათლებლო პროექტები

436
უკან

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში რიგით მეათე განათლების საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა, რომელიც 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება. გამოფენაზე მოტივირებული სტუდენტები და მათი ოჯახები ხვდებიან განათლების პრესტიჟულ პროვაიდერებს მთელი მსოფლიოდან. ღონისძიება იზიდავს პერსპექტიულ სტუდენტებს, დაინტერესებულ მშობლებს, მეცნიერებსა და აკადემიურ პერსონალს, ასევე ამ სფეროსთან დაკავშირებულ პროფესიონალებს. 2020 წლის გამოფენაზე საქართველოს ბანკი საკუთარი პავილიონით არის წარმოდგენილი. გამოფენაზე მისული სტუდენტები განათლების მიღების შესაძლებლობებსა და სასწავლო პროგრამებს გაეცნობიან. ასევე, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ის საგანმანათლებლო პროექტები რასაც საქართველოს ბანკი უკვე წლებია ახორციელებს.