მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საქართველოს ბანკი” ბიზნესგანათლების ხელშეწყობას “ბიზნესკურსით” აგრძელებს

BM.GE
08.04.21 09:37
924
მომხმარებლის პროფესიული განვითარების ხელშეწყობის და განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოს ბანკმა ახალი შემეცნებით-საგანმანათლებლო პლატფორმა „ბიზნესკურსი“ შექმნა. ბიზნესკურსის გავლა ბიზნესით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს მისცემს შესაძლებლობას, კურსი სრულიად უფასოდ გაიაროს. პროექტი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის „ევროპული განვითარების ფონდის” მხარდაჭერით ხორციელდება. მისი მიზანია მეწარმეებისთვის რესურსების მიწოდება, ტრენინგების ორგანიზება, ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობებისა და სხვა ინსტრუმენტების გაჩენა.