30.ნოემბერი .2022 16:27

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში „ცივი ჯაჭვის“ რეგიონული კონფერენცია გაიმართა

124
უკან

საქართველოს ბანკი აგრომიმართულების პროექტების აქტიურ მხარდაჭერას აგრძელებს. ამ მიზნით, ბანკის პარტნიორობით, თბილისში „ცივი ჯაჭვის“ რეგიონული კონფერენცია გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებმა საქართველოდან და აზერბაიჯანიდან აგრო ექსპორტის მიმართულების განვითარების შესაძლებლობები განიხილეს. ღონისძიების მთავარი თემა სწორად მოყვანილი კენკრისა და ხილ-ბოსტნის ჯანსაღ კონდიციაში შენახვის, ტრანსპორტირებისა და ექსპორტზე გატანის შესახებ ინფორმაციის გაზიარება იყო. განსაკუთრებული ყურადღება კი, ისეთ საკითხებზე გამახვილდა, როგორიცაა: ხილისა და ბოსტნეულის ხარისხის სტანდარტები, ცივი ჯაჭვის რგოლები, ცივი ჯაჭვის განვითარებაში შესაბამისი ასოციაციების როლი და სექტორისთვის მუდმივად განახლებადი მონაცემთა ბაზების მნიშვნელობა.