16.ოქტომბერი .2020 11:00

“საქართველოს ბანკმა” მოსწავლეებს იდეათეკები შესთავაზა

131
უკან

პანდემიის პირობებში, განათლების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკმა მოსწავლეებს საქართველოს მასშტაბით 4 საჯარო სკოლაში ფოთში, თბილისში, დიცსა და ხურვალეთში ახალი სასწავლო სივრცეები - იდეათეკები შესთავაზა. პროექტის მიზანია, სწავლის პროცესი კიდევ უფრო საინტერესო და ინტერაქციული გახადოს. ბანკი მოსწავლეებს იდეათეკებიდან ონლაინ გაკვეთილებს სთავაზობს, რომელიც საგნების მიხედვით უზრუნველყოფილია შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. ასევე, მოსწავლეებისთვის საინტერესო სპიკერები ონლაინ შეხვედრებს იდეათეკებიდან გაუძღვებიან. პროექტი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, „ქართული წიგნის ინსტიტუტთან“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში ხორციელდება.