მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ელექტროენერგიის დეფიციტის 99% რუსეთმა დაფარა

BM.GE
04.11.19 14:44
1221
მართალია, ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო ფასი ჯერჯერობით უცვლელია, მაგრამ ზამთრის მოახლოებამ საქართველოს ენერგეტიკის რისკები გაზარდა. ენერგოუსაფრთხოება, დამოუკიდებლობა და მომარაგება – სამივე ფაქტორი უფრო და უფრო მწვავედ იჩენს თავს. ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ გასულ თვეს, ჩვენი ქვეყნის ელექტროენერგიის დეფიციტის 99% რუსეთიდან დაიფარა, მხოლოდ ერთი პროცენტი კი – აზერბაიჯანიდან. სად არის გამოსავალი იმ ფონზე, როცა საქსტატის ბოლო მონაცემებით, ამ დარგის საინვესტიციო აქტივობამ იკლო. მეორე კვარტალში ენერგეტიკაში ინვესტიციები 37%–ით შემცირდა. პასუხად, ხელისუფლება საჯარო განცხადებებით გვეუბნება, რომ ენერგეტიკაში მიმდინარე რეფორმები საინვესტიციო გარემოს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის. რამდენად გაუმჯობესდება ინვესტორების სამუშაო პირობები?


სტუმარი: ლევან ვეფხვაძე - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია; აღმასრულებელი დირექტორი