მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოს რკინიგზა“ რეფორმის მოლოდინში - რას მოიცავს ევროდირექტივები?

BM.GE
30.01.23 17:03
388
საქართველოს რკინიგზა რეფორმის მოლოდინშია. ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული სამართლებრივი დაახლოების ფარგლებში, 2023 წელს სარკინიგზო ტრანსპორტის რეფორმა დაიწყება, რომლის მიზანი საქართველოში ევროპული მოდელის სარკინიგზო სისტემის შექმნაა. ევროდირექტივების შესრულების ფარგლებში საქართველოს რკინიგზის ბაზაზე 3 კომპანია უნდა ჩამოყალიბდეს: სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მენეჯერი, სამგზავრო და სატვირთო ოპერატორები. საქართველოს განვითარების სტრატეგიაში ნათქვამია, რომ უზრუნველყოფილი იქნება ინფრასტრუქტურის მენეჯერის ძირითადი ფუნქციების სამართლებრივი დამოუკიდებლობა და განისაზღვრება მისი დაფინანსების წესები, როგორ უნდა მოხდეს ევროდირექტივების დანერგვა, რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს სარკინიგზო დერეფანი და რა სარგებელი შეიძლება ჰქონდეს რეფორმას?

სტუმარი: პაატა ცაგარეიშვილი - “სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის” დირექტორი;