მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება იზრდება - TI

BM.GE
03.08.22 19:27
561
2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით და საქონლის ექსპორტით დაახლოებით 1.2 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში რუსეთიდან ამავე წყაროებით მიღებულ შემოსავალზე 2.5-ჯერ მეტია. ეს მაჩვენებელი პანდემიამდე, 2019 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან მიღებულ შემოსავალს 36%-ით აჭარბებს. საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, ეს ნიშნავს, რომ გასულ წლებთან შედარებით საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება იზრდება. რა რისკებს ხედავს ამაში ორგანიზაცია?

სტუმარი: ბესო ნამჩავაძე - „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ უფროსი ანალიტიკოსი.