20.თებერვალი .2020 14:28

საქართველოს „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ ახალი კანონი ექნება

226
უკან

უახლოეს მომავალში პარლამენტი საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონის პროექტის განხილვას დაიწყებს. დოკუმენტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა, ავტორები კი - საქართველოს ეროვნული ბანკი და ეკონომიკის სამინისტრო. კანონის მიზანია, საქართველოში საინვესტიციო ფონდების ბაზრის განვითარება, შესაბამისი წესების დადგენა და თავისუფალი კონკურენციის უზრუნველყოფა, აგრეთვე, საინვესტიციო ფონდების შექმნისა და მათ მიერ საქმიანობის განხორციელების მარეგულირებელი წესებისა და ინვესტორთა ინტერესების დაცვის სამართლებრივი საფუძვლების დადგენა.