მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს სამთო გამყოლთა მსოფლიო აღიარება

BM.GE
25.11.21 13:48
616
საფრანგეთში, ალპინიზმის სამშობლოდ წოდებულ სამთო-კურორტ შამონიში, საქართველოს საერთაშორისო მთის გიდების ასოციაცია ოფიციალურად გახდა სამთო გამყოლთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის-ს წევრი. ეს არის უფიდესი აღიარება და მიღწევა, რომელიც ზუსტად 30 წლიანი შრომის შედეგია. ყველაფერი კო 1991 წელს დაიწყო, როდესაც კერძო სექტორის ინიციატივით პირველი კავშირი შედგა ახალგარდა ქართველ მთასვლელთა და შვეიცარიის სამთო პროფესიონალ სამთო გამყოლთა შორის, რომელთაც მეგზურის როლი იკისრეს პროფესიონალ გიდთა უმაღლეს საეთაშორისო ორგანიზაციის გაწევრიანებაში. კერძო სექტორისა და სახელმწიფოს მხარდაჭერით მალევე შეიქმნა სამთო გამყოლთა სახელმწიფო სკოლა და უკვე 1994 წელს ოთხმა ქართველმა ახალგაზრდა მთამსვლელმა შვეიცარიის პროფესიონალთა მიერ აღიარებული მთის გიდის დიპლომი მიიღო.

მაშინ ამ მოვლენას დიდი სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც ქართული ალპინიზმისა და ტურიზმის ახალი ისტორიის დასაწყისი. შემდეგ იყო ხანგრძლივი პაუზა, თუმცა გიდებს და მთასვლელებს დრო არ დაუკარგავთ. დღეს კი, გენერალურ ასამბლეაზე, საქართველო საერთაშორისო მთის გიდების ასოციაციის რიგით 25-ე წევრი გახდება.