30.ნოემბერი .2022 12:11

საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები საერთაშორისო კონკურსში

106
უკან

საერთაშორისო კონკურსების ფარგლებში, საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებმა ევროვიზიისა და LEGO-ს კამპანიაზე მუშაობის უფლება მოიპოვეს. PR ARENA-ს ორგანიზებულ კონკურსში სტრატეგიული კომუნიკაციების 5 სტუდენტი ევროპის 10 სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად მუშაობდა და მენტორობას მათ 11 ევროპელი PR პრაქტიკოსი უწევდა. თუმცა ეს ყველაფერი არ არის და საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებმა პანევროპულ საერთაშორისო კონკურსში წარმატების შემდეგ LEGO ჯგუფის საკომუნიკაციო და კრეატიული კამპანიის შექმნაზე მუშაობის უფლება მიიღეს.

სტუმრები: ქეთევან სარაჯიშვილი - საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტი;
ლელი ბიბილაშვილი - საქართველოს უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასკომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი;