30.ივნისი .2022 10:40

საქართველოს ყავის იმპორტი 30%-ით გაუძვირდა

116
უკან

მსოფლიოში ყავის ფასი იზრდება, შესაბამისად, საქართველოსაც ყავის იმპორტი წლიურად უკვე 30%-ით გაუძვირდა. საქსტატის მონაცემებით, ყავა მნიშვნელოვნად მიმდინარე წლის თებერვალში გაძვირდა, როდესაც საერთაშორისო ფასმა 10-წლიან მაქსიმუმს, ერთ ფაუნდზე 2.60 აშშ დოლარს მიაღწია. ქართველი იმპორტიორების თქმით, მსოფლიოში ყავის ბაზარზე ჯერ გავლენა ყველაზე მსხვილ მწარმოებელსა და ექსპორტიორ ქვეყანაში, ბრაზილიაში მშრალმა ამინდმა იქონია. შემდეგ მიწოდების ჯაჭვების რღვევა დაიწყო და გადაზიდვის ხარჯებიც გაიზარდა. შედეგად, მიმდინარე რყევებმა გავლენა საქართველოზეც იქონია.