მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში 30 000 ტონა ამერიკული სასურსათო ხორბლი შემოვიდა

BM.GE
14.01.20 19:00
1535
საქართველოში 30 000 ტონა ამერიკული სასურსათო ხორბლი შემოვიდა. ინფორმაციას საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია ავრცელებს. ასოციაციის ცნობით, ეს არის ხორბლის პირველი კომერციული პარტია, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ისტორიაში შემოვიდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია , რომ აღნიშნული 30 000 ტონა ხორბალი მიღებულია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნიდან და მიმართულია ბაზრის შემდგომი დივერსიფიცირების და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისაკენ. როგორც ცნობილია, საქართველო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დიდწილად დამოკიდებულია რუსული ხორბლის იმპორტზე.


სტუმარი: ლევან სილაგავა - საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია