მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში კოსმეტიკური და თავის მოვლის საშუალებების იმპორტი შემცირდა

BM.GE
20.07.22 08:45
445
საქართველოში კოსმეტიკური საშუალებების, მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებების იმპორტი შემცირდა. თავის მოვლის საშუალებების, დეკორატიული მაკიაჟის და პარფიუმერიის რამდენიმე მსხვილი ქართული იმპორტიორტიორი კომპანიის წარმომადგენლის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომმა ბაზარზე ვითარება შეცვალა და სხვადასხვა პროდუქციის ქვეყანაში შემოტანის პროცესი შეაფერხა. კომპანიებში განმარტავენ იმასაც, რომ სწორედ ბოლო პერიოდში მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა იმპორტში შექმნილი პრობლემების გარდა, მათ პროდუქციაზე ფასის ზრდაც გამოიწვია.