მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში სამეცნიერო და სამედიცინო ტურიზმის განვითარება

BM.GE
17.09.19 11:11
846
წელს პირველად, ქართული მედიცინის ისტორიაში, საქართველოს უროლოგთა ასოციაცია თბილისში კავკასია-ცენტრალური აზიის რეგიონის 8 ქვეყნის ერთობლივ სამეცნიერო კონგრესს უმასპინძლებს და ორი დღით, 4 და 5 ოქტომბერს თავს მოუყრის ექიმებს, პროფესორებს, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, ყირგიზეთიდან, ტაჯიკეთიდან და თურქმენეთიდან. რა საკითხებზე იმსჯელებს შეკრებილი საზოგადოება და რა ბენეფიტების მოტანა შეუძლია კონგრესს ქვეყნისთვის და საქართველოს მოსახლეობისთვის?


სტუმარი: არჩილ ჩხოტუა - საქართველოს უროლოგთა ასოციაციის გენერალური მდივანი, პროფესორი