13.თებერვალი .2023 11:28

საქართველოში სკოლის მოსწავლეებისთვის ეკონომიკის ოლიმპიადა იმართება

188
უკან

საქართველოს ბანკი ფინანსური და ეკონომიკური განათლების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის (GELi) გუნდი საქართველოში პირველად ეკონომიკის ოლიმპიადას სკოლის მოსწავლეებისთვის გამართავს, რომელიც ყოველწლიურად ჩეხური ორგანიზაცია INEV-ის მოდელით ჩატარდება. პირველ ეკონომიკურ ოლიმპიადაზე მონაწილეობას მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები შეძლებენ. ოლიმპიადა ადგილობრივ დონეზე ორი რაუნდისგან შედგება: სკოლის ტური, რომელიც წერითი ტესტირების სახით ჩატარდება და ეროვნული რაუნდი, რომელიც პანელურ დისკუსიებთან ერთად, წერით და ზეპირ ტესტირებას მოიცავს. რაც შეეხება მომდევნო, საერთაშორისო რაუნდს – ის სლოვაკეთში ჩატარდება და მონაწილეობას ეროვნულ ტურში შერჩეული 5 მონაწილე მიიღებს. 

სტუმარი: თამარ გოჩაშვილი - საქართველოს ბანკის CSR -მიმართულების ხელმძღვანელი;
ლევან ფავლენიშვილი - ორგანიზაცია „საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის“ დირექტორი.