მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ტექნოლოგიური პლატფორმა "აქსელი" ფუძნდება - ტაქსის კომპანიების კონკურენტი

BM.GE
16.10.19 14:36
2794
ტაქსის კომპანიებს კონკურენტი გამოუჩნდა - საქართველოში ქართული ლოჯისტიკური ტაქსის ტექნოლოგიური პლატფორმა "აქსელი" ნულოვანი მოგების მიზნით ფუძნდება. ქართული ლოჯისტიკური ტაქსის ტექნოლოგიური პლატფორმის "აქსელის" დაფუძნებას ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი რიჩარდ ყურაშვილი აპირებს. მისი თქმით, "აქსელი" ნულოვანი მოგების მიზნით ფუძნდება და პირველ ჯერზე კომპანია 1000-მდე მძღოლს დაასაქმებს. საქართველოს ტაქსების ფედერაციაში განმარტავენ, რომ „აქსელი“ იქნება ისეთივე ტაქსის გამოძახების სერვისი, როგორც მაგალითად, ტაქსი მაქსიმი, My Taxi, თბილისი ტაქსი, იანდექს ტაქსი და სხვა, რომლებიც საქართველოში გამოძახებით მუშაობენ.

სტუმარი: ზურაბ აგლაძე - ტაქსების ფედერაცია; პრეზიდენტი