მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში წარმოებულ შესაფუთ მასალებზე მოთხოვნა იზრდება

BM.GE
05.10.22 09:23
203
საქართველოში წარმოებულ შესაფუთ მასალებზე მოთხოვნა იზრდება, რადგან რუსეთ-უკრაინის ომმა ქვეყანაში დეფიციტი გააჩინა - შესაფუთი მასალები როგორც რუსეთიდან, ისე უკრაინიდან შემოდიოდა. თუმცა, წარმატების პარალელურია პრობლემებიც, მაგალითად, ერთ-ერთი მუყაოს პროდუქციის მწარმოებელი კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ საწარმოო პროცესში ყველაზე დიდ პრობლემას ბუნებრივ აირზე ტარიფის მატება უქმნის, რადგან ეს საბოლოო პროდუქტს აძვირებს. კომპანიისთვის საჭირო ნედლეულის გაძვირების საკითხიც გამოწვევაა.