მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#საქმიანები - "ანა მზიური" - ანა გოგუაძე

BM.GE
10.06.21 10:00
1033
„ბითლზის“ წევრმა, სერ პოლ მაკარტნიმ სოციალურ ქსელში „მზიურის“ შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. ეს ერთი ფოტოს ამბავია ძალიან დიდი ისტორიით და ბევრწლიანი შრომით. ყველაფრის თავი და თავი კი ერთი გასაოცარი გოგოა, რომლისთვისაც მგონია რომ მიუღწეველი მიზანი არ არსებოსბ და თან ამ მიზნებამდე მისვლას ისე ახერხებს, რომ მის გარშემო მყოფი ადამიანები, ისინიც ვისთანაც შეხება თავად არ აქვს, მის შესახებ რომ არც არაფერი იციან, ასეთი კი იშვიათად მეგულება, ყველას ბედნიერებას ანიჭებს. ნოდარ დუმბაძის ოცნების ამსრულებელი მზიურის კაფეს სული და გული ანა გოგუაძეა დღევანდელი საქმიანების რუბრიკის მთავარი გმირი.