მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#საქმიანები: მეტი ნატო - ნატალია მამაგულიშვილის თავგადასავალი

BM.GE
09.06.22 10:31
855
საქმიანების გმირის მთავარი საქმის, ვარდის მეურნეობის მთავარ გმირს, ვარდს, ძველ საბერძნეთში თუ სიმღერას უძღვნიდნენ და კოსმოსიდან ყვავილების დედოფლობის რჩეულობას აწრდნენ დღეს საკმაოდ საინტერესო ბიზნესის ნედლეულია. ვარდის სილამაზე და სუნი ერთია და მეორე ის თვისებები რაც მაგალითად მის ზეთს მოჰყვება, რომელიც 370-მდე მიკრობიოლოგიურ ელემენტს შეიცავს და კანის გაახალგაზრდავების, ანთების საწინააღმდეგო, ანტიდეპრესანტისა და ჰორმონალური დისბალანსის მოწესრიგების უნარიც კი გააჩნია.


სასარგებლო თვისებების გამო ვარდის ზეთი საკმაოდ ძვირია: 1 კგ-ს ღირებულება, ადგილწარმოშობის მიხედვით, 7 000-10 000 დოლარს აღწევს, განსაკუთრებულად ფასობს, თუ ის ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტია.