მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"FDI კონკრეტულ სფეროებში ხან მოიმატებს, ხან დაიკლებს"

5c877514cf936
ლევან თაღიაშვილი
12.03.19 12:58
982
"საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ FDI-ს ახალ მონაცემებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, ბოლო პერიოდში მშენებლობის სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება მოხდა, თუმცა ჯამში, კეძო ინვესტიციები საკმაოდ გაზრდილია.


"FDI-ს შემცირება, მე რაც ვნახე, ძირითადად გამოწვეულია ერთი დიდი პროექტის დასრულებით. რაც შეეხება კონკრეტულ სფეროებს, აქ ხან მოიმატებს, ხან დაიკლებს. რაც შეეხება საშენებლო სექტორს, აქ იყო ბოლო ხანებში შემცირება, თუმცა ჯამში, კერძო ინვესტიციები, განსაკუთრებით შიდა ინვესტიციები, საკმაოდ გაიზარდა 2018 წლის განმავლობაში", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს FDI, 2017 წელთან შედარებით, 35%-ით შემცირდა.