მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქმის კურსი - ნამახვანჰესი: რას წაიღებს “ენკა” და რა დარჩება საქართველოს?

BM.GE
23.09.21 19:42
431
ნამახვანჰესის ინვესტორის განცხადების შემდეგ, რომ ის წყვეტს საქართველოს მთავრობასთან ამ პროექტზე გაფორმებულ ხელშეკრულებას, ღიად რჩება ბევრი კითხვა, მათ შორის რამდენად დარჩა რესურსი ქართულ მხარეს, რომ ენკამ არბიტრაჯში დავა არ დაიწყოს. ეკონომიკის სამინისტროს გუშინდელი განცხადების თანახმად, მომდევნო ერთი თვის განმავლობაში მთავრობა საკითხის ისე გადაწყვეტას შეეცდება, რომ არც საინვესტიცო გარემო დაზიანდეს და ამავე დროს, პროექტთან დაკავშირებულ ყველა კითხვას საბოლოოდ გაეცეს პასუხი. რა ბერკეტები აქვს ინვესტორს მოქმედი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რომ საქართველოს სახელმწიფოს უჩივლოს.