მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქნახშირის" ახალი ინვესტორი ახალი და ძველი ვალდებულებებით

BM.GE
27.09.19 23:45
841
ტყიბულის შახტებს ახალი მფლობელი ჰყავთ. ოფიციალური ვერსია ასეთია - საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა, „საქნახშირისთვის“ ინვესტორი კომპანია - Steel International Trade Company“ თავად იპოვა. თემაზე ანალიტიკისთვის და bm.ge-ისთვის თელარა გელანტიამ იმუშავა და ცოტა ხანში, მას დავუთმობ საეთერო დროს, თუმცა მანამდე მინდა, შეგახსენოთ, რომ GIG-იმ  ტყიბულში ქვანახშირის მოპოვების შეწყვეტასა და ბაზრიდან გასვლაზე მზაობა ჯერ კიდევ 2018 წლის ივლისში გამოხატა, როცა შახტებში ბოლო ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, პრემიერის ბრძანებით, შახტები დაილუქა. მაშინ მათ ღიად თქვეს, რომ მზად იყვნენ, „საქნახშირი“ სამართავად უსასყიდულოდ სახელმწიფოსთვის გადაეცათ, თუმცა მაშინდელმა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ მედიიდანვე უპასუხა, რომ შახტების მართვა სახელმწიფოს საქმე არ იყო და „საქნახშირი“ განვითარების გრძელვადიან გეგმას საჭიროებდა. 2018 წლის ზაფხულიდან მოყოლებული, მიუხედავად იმისა, რომ შახტები დალუქული იყო „საქნახშირი“ 1200-ზე მეტ თანამშრომელს ხელფასს უხდიდა და მათივე ინფორმაციით, ჯამში, 20 მლნ ლარამდე აქვს გადახდილი წელიწადსა და 2 თვეში. რამდენიმე დღის წინ კი თქვეს, რომ ხელფასებს ვეღარ გადაიხდიდნენ, რაზეც მეშახტეებმა მიწისქვეშა პროტესტით უპასუხეს - შახტებში ჩავიდნენ და არ ამოდიოდნენ. სამდღიანი პროტესტი და შიმშილობა კი, საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, ახალი ინვესტორიც გამოჩენილიყო.