მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასურსათო დეფიციტი - რა გამოწვევის წინაშე დგას საქართველო?

BM.GE
28.06.22 09:57
408
მსოფლიოში სურსათზე ფასების ზრდასა და პროდუქციის დეფიციტზე საუბარი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ხელახლა გააქტიურდა. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია მარტში აცხადებდა, რომ ფასები 22%-ით, 2023 წლამდე კი მოშიმშილე ადამიანების გლობალური რიცხვი 8 - 13 მილიონით გაიზრდებოდა. 

სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით პროგნოზები ომის დაწყებიდან 5 თვის თავზეც შემაშფოთებლად გამოიყურება. ბოლო განცხადება თემაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ანტონიო გუტიერესმა გასული კვირის ბოლოს გააკეთა.

რა განახლებული ვითარებაა მსოფლიოში და სად ვართ ჩვენ?