02.დეკემბერი .2021 19:22

სათამაშო ბიზნესის პასუხი პრემიერს - ბიზნესი ღარიბაშვილს ტონს უწუნებს

150
უკან

სათამაშო ბიზნესის ასოციაცია მთავრობას მიმართავს. როგორც ასოციაციის წევრები ამბობენ, იმ შემთხვევაში, თუკი მთვრობა დაანონსებულ ცვლილებებს მიიღებს, ბიზნესი საგადასახადო წნეხს ვერ გაუძლებს და გარკვეული ნეგატიური ნაბიჯების გადადგმა დასჭირდება. ყველაზე რთულ გადაწყვეტილებად ბიზნესს გადასახადის გაზრდა და მოთამაშეთა ასაკის შეზღუდვა მიაჩნია. რაც შეეხება სტრატეგიას, თუ რის გაკეთებას გეგმავს ბიზნესი. როგორც გიორგი მამულაიშვილი ამბობს, ყველა ბიზნესი ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა რამდენიმე კონკრეტული იდეა უკვე ჩამოყალიბებულია.