მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენ არ გვჭირდება მდიდარი მამა ან გავლენიანი ბიძა წარმატებისთვის" - 5 რჩევა ჯეკ მასგან

5759b07343e28
BM.GE
09.06.16 22:01
4898
კომპანია Alibaba-ს დამგუძნებელი ჯეკ მა ცნობილია საკუთარი საჯარო გამოსვლებით, სადაც ის საკუთარი წარმატების ისტორიას უზიარებს აუდიტორიას. გამოცემა Independent ჯეკ მას 5 საუკეთესო რჩევას აქვეყნებს.
 
1. იყავი ბედნიერი - ჯეკ მას თქმით, სიმდიდრე ბედნიერებაზე მეტად მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა. ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ "ყველაზე ბედნიერი მაშინ იყო როდესაც დღეში 12 დოლარს გამოიმუშავებდა, საჯარო სკოლის მასწავლებლად მუშაობით". მას შემდეგ კი რაც პირველი მილიონი გამოიმუშავა, მისმა პასუხისმგებლობამაც იმატა.

2. მთავარი შინაარსია - ჯეკ მას განცხადებით, ბევრს არ სჯერა, რომ წარმატების მიღწევა ჩინეთში გავლენიანი კონტაქტების და მთავრობის დახმარების გარეშეც შეიძლება. საპასუხოდ მა ამბობს: "ჩვენ არ გვჭირდება მდიდარი მამა, ან გავლენიანი ბიძა, - ჩვენ გვყავს მომხმარებელი, რომელიც მხარს გვიჭერს და ეს საკმარისია". 

3. ოპტიმიზმი - ჯეკ მას განცხადებით, მისი ცხოვრებისეული გმირი ცნობილი ფილმის "ფორესტ გამპის" პერსონაჟია, - "დღეს შესაძლოა ცუდი დღე იყოს და ხვალ უარესი, მაგრამ ზეგ არაჩვეულებრივი დღე იქნება".

4. მოახდინეთ ინვესტირება ადამიანების ბედნიერებასა და გარემოს დაცვაში - ჯეკ მას მოწოდება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩინეთში, სადაც ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია; მისი თქმით, თუკი სიტუაცია არ შეიცვლება 10 წელიწადში მილიონობით ჩინელს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნება.

5. მიყევით ოცნებას - ცნობილია, რომ ჯეკ მას ჰარვარდის უნივერსიტეტმა მიღებაზე უარი 10-ჯერ უთხრა და მანამ სანამ Alibaba-ს შექმნიდა სკოლის მასწავლებლად მუშაობდა. "დღეს თუ წარმატებული ხართ, ეს მხოლოდ იმიტომ რომ 15 წლის წინ ოცნება გქონდათ“, - ამბობს ჯეკ მა.


independent.co.uk