01.ივნისი .2021 12:56

სავალდებულო კოვიდ-დაზღვევა ტურისტებისთვის - საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის შეფასება

123
უკან

გუშინ, ამირან გამყრელიძემ მედია-ვებინარზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტურისტის სავალდებული დაზღვევა აუცილებელი იქნება, მათ შორის კოვიდის კომპონენტიც. მისი თქმით, ამ საკითხზე უკვე მომზადებულია ცვლილებები, რომელიც უწყებათშორის საბჭოს უნდა წარედგინოს. რაც შეეხება მკურნალობის ანაზღაურებას, ამას სადაზღვევო კომპონენტი უზრუნველყოფს , რომელიც უნდა ჰქონდეს ტურისტს, - განაცხადა გამყრელიძემ.

ქართულმა სადაზღვევო კომპანიებმა ჯანდაცვის სამინისტროს უკვე მიმართეს, ტურისტებისთვის სადაზღვევო პაკეტის შეთავაზების საკითხზე, თუმცა ისინი ამ დრომდე უწყებისგან პასუხს ელოდებიან.

სტუმარი: დევი ხეჩინაშვილი - სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი.