11.სექტემბერი .2020 11:20

#SavvY-ის კვლევა - მარიამ ქოიავა საქმიან დილაში

123
უკან

კომპანია სავვი-მ ახალი კვლევა გამოაქვეყნა, სადაც საქართველოში აგროფინანსებზე ხელმისაწვდომობას აანალიზებს. საქართველოს კონტექსტში საინტერესოა რამდენიმე რიცხვი და ტენდენცია. ერთი - 2013-2019 წლებში სოფლის მეურნეობის განვითარებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.5 მლრდ ლარი დაიხარჯა. ამავე პერიოდში სოფლის მეურნეობის საშუალო ზრდის ტემპი 1.5% იყო, რაც ეკონომიკის საშუალო ზრდის მაჩვენებელზე სამჯერ ნაკლებია.

ეროვნული ბანკის ივლისის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2%-ით ანუ 694 მლნ ლარით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსთვის 34 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობით, კომერციული ბანკების მიერ დაკრედიტებული დარგების ათეულს თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ სოფლის მეურნეობა - 567 მილიონ 100 ათასი ლარით - მეშვიდე ადგილზეა და ამ სფეროს დაკრედიტება 1 თვეში 2.9%-ით არის გაზრდილი.

ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის წილს შემცირების ტენდენცია აქვს. 2018 წელს ამ მაჩვენებელმა 7.8% შეადგინა. 2019 წლის წინასწარი შეფასებით კი 7.2%-ია. აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ თვითდასაქმებულების ჩათვლით, ამ ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარი სოფლის მეურნეობის სექტორშია დასაქმებული - მათი უმრავლესობა მცირე მიწაზე მუშაობს.

სტუმარი: მარიამ ქოიავა - "SavvY", მმართველი პარტნიორი