მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საწვავის ხარისხის კონტროლის მნიშვნელობა - ლევან ვეფხვაძე და შავლეგ მიშველაძე საქმიან დილაში

BM.GE
02.07.20 10:47
769
საქართველოში უხარისხო ბენზინის ან დიზელის იმპორტზე, წარმოებასა და რეალიზაციაზე სანქციები მკაცრდება. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტი წარადგენს საკანონმდებლო ინიციატივებს, რომელიც ორ კანონში ცვლილებების შეტანას გულისხმობს - ესენია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსები. ეს პარლამენტში და ერთი შეხედვრით უცნაურობასთან გვაქვს საქმე როცა ბიზნესი და ბიზნეს ასოციაცია სანქციებს და მით უფრო მის გამკაცრებას მიესალმება. უმსხვილეს ბიზნეს გაერთიანებაში მიაჩნიათ, რომ აუცილებელია საწვავის ხარისხის კონტროლის მექანიზმების თვისობრივად სხვა განზომილებაში გადაყვანა. რას ცვლის საკანონმდებლო კორექცია კერძო სექტორისთვის და როგორ აღქვამენ ამ ცვლილებებს თავად კერძო სექტორში?


სტუმრები: ლევან ვეფხვაძე - "საქართველოს ბიზნეს ასოციაცია", აღმასრულებელი დირექტორი;

შავლეგ მიშველაძე - "საქართველოს ბიზნეს ასოციაცია", ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის ხელმძღვანელი