მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სახელმწიფო ელექტროსისტემა" 76 მლნ იან ზარალზეა, მისმა CEO მ კი როუმინგზე ₾156,738 დახარჯა - აუდიტის სამსახურის ანგარიში

BM.GE
07.10.19 14:16
987
„სახელმწიფო ელექტროსისტემა“ 76 მლნ-იან ზარალზეა, მისმა CEO-მ კი როუმინგზე 156,738 ლარი დახარჯა - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული შესაბამისობის ანგარიშის მიხედვით, 2014-2017 წლებში კომპანიამ 76,708,726 ლარის ზარალი განიცადა, თუმცა აღნიშნულ პერიოდში, მისი ადმინისტრაციული ხარჯები ხშირად არაგონივრული იყო. ამავე დოკუმენტის მიხედვით, კომპანიის CEO-ს ანაზღაურება ყოველწლიურად 10%-ით იზრდებოდა. აუდიტის სამსახური მიუთითებს, რომ ორგანიზაცია ხელფასებს იმაზე მაღალი ტემპით ზრდიდა, ვიდრე მისი შემოსავლები იზრდებოდა.