23.მარტი .2022 18:14

სახმელეთო გადაზიდვების ტარიფები 30%-ით გაიზარდა

590
უკან

საქართველოში ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა. ბენზინის და დიზელის ფასი უკვე 4 ლარს გადასცდა. გაძვირებული საწვავი პირდაპირ აისახება სატრანსპორტო მომსახურების ღირებულებაზე, იქნება ეს მგზავრთა გადაყვანა, თუ სახმელეთო ტვირთის გადაზიდვები. საქმის კურსი დღეს გადამზიდავ კომპანიებს დაუკავშირდა, სადაც ფასების ზრდას ადასტურებენ და არ გამორიცხავენ, რომ სერვისის ღირებულება კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს.