მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სჭირდება თუ არა ფარმაცევტულ ბაზარს რეგულირება?

BM.GE
23.09.21 13:08
523
ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფარამცევტული ბაზარზე რეგულაციების შემოღებას აანონსებს და აცხადებს, რომ წამლები საქართველოში 300- 400%-იანი ფასნამატით იყიდება. 
მთავრობა წლის ბოლოსთვის კონკურენციის სააგენტოს მიერ მომზადებული დასკვნის შედეგებს ელოდება, რის შემდეგაც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კონკრეტული შეზღუდვების შემოღება დადგება დღის წესრიგში.
წამლების ბაზარზე გასულ თვეებში საკმაოდ მწვავე კომენტარებს აკეთებდა ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეც, უწყებაში აცხადებენ, რომ წამლის შესახებ ახალ კანონმდებლობაზე მუშაობა დასკვნით ფაზაშია, რომლის მიზანსაც ბაზარზე ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტების გაჩენა წარმოადგენს.
ბაზარზე რეგულირების მექანიზმების გასაძლიერებლად, საკანონდებლო ინიციატივის შემოღების მნიშვნელობაზე საუბრობენ ჯანდაცვის ექსპერტები. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე აკაკი ზოიძე თვლის, რომ მნიშვნელოვანია ნაბიჯების 3 მიმართულებით გადადგმა: 1. ადმინისტრაციული ბარიერების გამარტივება - ხელსაყრელი პირობების შექმნა ადგილობრივი და უცხოური კომპანიებისთვის; 2. ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის 1-ლარიანი მედიკამენტების პროგრამის გაფართოება - პროგრამაში უნდა ფინანსდებოდეს 90-მდე მედიკამენტი; 3. ადგილობრივი ფარმაცევტული საწარმოების წახალისება, მათ შორის საგადასახადო შეღავათებით.

სტუმარი: ირაკლი მარგველაშვილი - ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი;