მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-მა ბანკებს რუსეთის მოქალაქეების დეპოზიტებზე ლიკვიდობის მოთხოვნა გაუზარდა - რას ნიშნავს ეს?

BM.GE
31.05.23 16:44
274
ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 1%-ზე დატოვა. კომიტეტის შეფასებით, საკრედიტო აქტივობის არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ წელს პორტფელის ზრდა ნომინალური ეკონომიკური ზრდის თანაზომიერი იქნება. შესაბამისად, მიმდინარე პერიოდში კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ცვლილების საჭიროება არ იკვეთება. ამასთან, დღესვე კომიტეტმა არარეზიდენტების უცხოური ვალუტის დეპოზიტებზე ლიკვიდობის მოთხოვნის 40%-დან 80%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, რაც 1 სექტემბრიდან შევა ძალაში. აღსანიშნია, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოში რუსეთის რეზიდენტების მიერ უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტები, რაც სების შეფასებით, ერთიანი კონცენტრაციის რისკს ქმნის და ლიკვიდობის პოზიციაზე უარყოფითად მოქმედებს. აპრილის მდგომარეობით, არარეზიდენტი მოქალაქეები ქართულ ბანკებში 7 მლრდ 600 მლნ ლარის დეპოზიტებს ინახავენ. აქედან 1,1 მლრდ იურიდიული პირების, ხოლო 6,6 მლრდ ფიზიკური პირების დეპოზიტებია.

სტუმარი: რომან გოცირიძე - საქართველოს პარლამენტის წევრი