მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-მა ბანკებს რუსეთის მოქალაქეების დეპოზიტებზე ლიკვიდობის მოთხოვნა გაუზარდა

BM.GE
31.05.23 14:27
184
სტატიაში საუბარია:
ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 1%-ზე დატოვა. სები ამბობს, რომ მიმდინარე პერიოდში კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ცვლილების საჭიროება არ იკვეთება. ამასთან, დღესვე კომიტეტმა არარეზიდენტების უცხოური ვალუტის დეპოზიტებზე ლიკვიდობის მოთხოვნის 40%-დან 80%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, რაც 1 სექტემბრიდან შევა ძალაში. ამასთან, ფინანსური სტაბილურობის ხელშესაწყობად ეროვნული ბანკი სისტემური ბანკებისთვის დაშვებული ვალდებულებებისა და კაპიტალის ინსტრუმენტების მინიმალურ მოთხოვნას აწესებს, რისი მიზანიც ბანკების მიერ წინასწარ ბალანსის იმგვარი სტრუქტურის შექმნაა, რომელიც სტრესულ სიტუაციაში რეკაპიტალიზაციის გზით ბანკის მდგრადობას შეუწყობს ხელს. ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის შემდეგ მედიის კითხვებს სების ვიცე პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ უპასუხა.