მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სემეკი ხვიჩა მაქაცარიას კომპანიას „თელასის“ წილის შეძენას დაუდასტურებს

BM.GE
14.09.20 14:39
1190
დაუდასტურებს თუ არა თელასს წილის გასხვისებას სემეკი?! როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 9 სექტემბერს გამართულ საჯარო აუქციონზე "თელასის“ 24.5%-იანი წილი ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიას მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ "ბესტ ენერჯი გრუპმა" 32.4 მილიონ ლარად შეიძინა. აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ "ბესტ ენერჯი გრუპმა" მიიღო. კანონის თანახმად, აუქციონში გამარჯვებული აქციებს შეიძენს იმ შემთხვევაში, თუ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მიიღებს სემეკის თანხმობას.