მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სემეკმა შესაძლოა კომპანიებს 5%-ზე უფრო მეტი აქციების გასხვისება აუკრძალოს

BM.GE
13.07.20 19:04
813
სავარაუდოდ ეს იდეა, სექტორში გაუთვითცნობიერებელი ადამიანის თავში დაიბადა -ასე აფასებს საქმის კურსთან საუბარში ენერგეტიკოსი არჩილ მამათელაშვილი მთავრობის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც სემეკმა შესაძლოა კომპანიებს 5%-ზე უფრო მეტი აქციების გასხვისება აუკრძალოს, ენერტიკოსი ფიქრობს, რომ ავტორები სავარაუდოდ კონტროლის მექანიზმის გაძლიერებას ცდილობენ სექტორზე, მაგრამ განაწილება-გადაცემის სექტოში ამის გაკეთება ნამდვილად უადგილოა. “აქ სექტრის კონტროლის კომპონენტი საკმაოდ მცირეა, იმ შემთხვევის გარდა თუ ფულადი ნაკადების და გენერაციის ობიექტების კონტრაქტების კონტროლი არაა მიზანი. სავარაუდოდ ეს იდეა, სექტორში გაუთვითცნობიერებელი ადამიანის თავში დაიბადა” -აცხადებს მამათელაშვილი. ხოლო კითხვაზე არსებობს თუ არა ანლოგიური შეთხვევევები უცხოეთში, ენერგეტიკოსი ამბობს, რომ გააჩნია სექტორის სტრუქტურას და იქაურ მიდგომას. თუმცა მამათელაშვილის განმარტებით ელექტროენერგიის სექტორში მნიშვნელოვანი მოვლენების გასაკონტროლებლად სრულიად საკმარისია გადაცემის და დისპეჩერიზაციის კონტროლი. “ეს ზღუდავს საკუთრების უფლებების რეალიზაციას და უკეშედეგი ექნება” - აცხადებს მამათელეაშვილი.