ფართო სივრცე მგზავრებისთვის, მაღალი ხარისხის მასალებით აღჭურვილი სალონი, გათბობისა და გაგრილების ინოვაციური სისტემები, სალონის თანამედროვე დიზაინი, Wifi მოწყობილობით ინტერნეტთან მუდმივი კავშირი და უსაფრთხოების თანამედროვე ტექნოლოგიები - ეს ყველაფერი კი ერთ სივრცეში -ასეთია არასრული ჩამონათვალი იმ ელემენტების, რაც სრულიად ახალ 2019 წლის სამგზავრო ავტობუსს SETRA – Comfort Class 515-ს განსაკუთრებულსა და კომფორტულს ხდის. რით არის გამორჩეული და რატომ უწოდებენ მას ავტობუსების მაიბახს?
სტუმრები: გიორგი ტყებუჩავა - "მერსედეს-ბენცის" დირექტორი;
ირაკლი კაბულაშვილი - სატრანსპორტო კომპანია "ომნიბუსი"ს დირექტორი