მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შავი ზღვა - საქართველოს შესაძლებლობები და გამოწვევები"

BM.GE
06.12.19 14:31
706
„ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ ორგანიზებით კონფერენცია „შავი ზღვა - საქართველოს შესაძლებლობები და გამოწვევები“ სულ რაღაც ერთი საათის წინ დასრულდა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ დიპლომატიური კორპუსის, ქართული და უცხოური ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, ექსპერტები, ფოთის პორტის, ასევე ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ხელმძღვანელი პირები. მათ საშუალება ჰქონდათ, მოესმინათ შავი ზღვის აუზის ქვეყნების თურქეთის, რუმინეთისა და უკრაინის ელჩებისთვის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორისთვის, ექსპერტებისა და პორტების ხელმძღვანელებისთვის.


სადავო ნამდვილად არ არის, რომ დღეს არსებული გამოწვევების ფონზე - პირველ რიგში, ცხადია, იგულისხმება საქართველო-რუსეთის გართულებული პოლიტიკური ურთიერთობები, შავ ზღვას უდიდესი როლი ენიჭება ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ეკონომიკური განვითარების საქმეში. კონფერენციის მთავარი მიზანიც სწორედ ამ მოცემულობას პასუხობს - კერძოდ, არსებული კონკურენციის პირობებში, საქართველოს სატრანსპორტო-ლოჯისტიკურ ცენტრად ჩამოყალიბების პერსპექტივები და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები განიხილოს და გააანალიზოს.

სტუმარი: გიორგი კაჭარავა - ბიზნეს-საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი