16.ივნისი .2021 18:46

შეიტანა თუ არა ბიზნესმა კონკურენციის სააგენტოში დემპინგის შესახებ განაცხადი?

129
უკან

1 ივნისიდან კონკურენციის სააგენტომ ანტიდემპინგური კანონის აღსრულება დაიწყო. შესაბამისად, ბიზნესებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მათ სფეროში დემპინგურ იმპორტს აქვს ადგილი, შეუძლიათ, შესაბამის ფაქტებსა და არგუმენტებზე დაყრდნობით მომზადებული საჩივრით, სააგენტოს მიმართონ. კონკურენციის სააგენტოში ამისთვის სპეციალური დეპარტამენტია შექმნილი და მათთვის კანონის ამოქმედებამდე უკვე იყო ცნობილი ის სექტორები, საიდანაც ბიზნესს შეიძლება დემპინგის შესახებ განაცხადებით მიემართა, თუმცა როგორც ჩანს მარტივი ნამდვილად არ არის განაცხადისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიება, რაც თან უნდა ერთვოდეს განაცხადს.