მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შემცირებული ინვესტიციები - სოსო ბერიკაშვილი საქმიან დილაში

BM.GE
10.12.20 11:13
591
2020 წლის მესამე კვარტალში საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 23.6%-ით შემცირდა და მან $302.6 მილიონი დოლარი შეადგინა. ჯამურად, წლის 9 თვეში კი FDI $719 მილიონი დოლარი იყო, რაც 2019 წელთან შედარებით 24%-ით ანუ $228 მილიონი დოლარით ნაკლებია.

საქსტატის ანგარიშის თანახმად, ინვესტიციებმა საფინანსო სექტორის გარდა ყველა სექტორში იკლო, რაც სავარაუდოდ ბანკების მიერ წლის განმავლობაში მოზიდულ სესხებს უკავშირდება. რეინვესტიციებმა წლის მესამე კვარტალში $133 მილიონი დოლარი შეადგინა, კომპანიების მხრიდან საგარეო საკრედიტო ვალდებულებების აღება კი $71.7 მილიონი იყო.

სტუმარი: სოსო ბერიკაშვილი - “კავკასიის უნივერსიტეტის” ეკონომიკის სკოლის დეკანი