მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ქვეყანაში 1.5-2 თვის ხორბლის მარაგები არის" - ქეთევან კუბლაშვილი

BM.GE
18.03.20 19:39
846
"შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ქვეყანაში 1,5-2 თვის ხორბლის მარაგები არის" - ამის შესახებ შპს ფოთის მარცვლეულის ტერმინალის დირექტორმა ქეთევან კუბლაშვილმა განაცხადა. როგორც კუბლაშვილი ამბობს, მარაგების მხრივ დიდი როლი ითამაშა ამერიკულმა ხორბალმა, რომელიც 30 000 ტონა 2 თვის წინ საქართველოში შემოვიდა. კუბლაშვილი იმასაც ამბობს, რომ მუდმივი კომუნიკაცია აქვთ სხვა ქვეყნებთანაც, ასევე პარალელურად მიმდინარეობს კვლავ მოლაპარაკებები ამერიკასთან იგივე რაოდენობის ხორბლის შემოტანაზეც.

ქეთევან კუბლაშვილი - შპს ფოთის მარცვლეულის ტერმინალი, დირექტორი