მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შენარჩუნდება თუ არა გამყარებული ლარის კურსი?

BM.GE
25.05.22 11:27
442
ლარი გამყარებას განაგრძობს. 24 მაისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.99 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8668 ლარი გახდა. სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართები გაუფასურდა 0.29 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.07 ლარი გახდა.

2.83-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთანაც, რომლის ღირებულებამ 3.58 ლარი შეადგინა. რაც შეეხება თურქულ ლირას, მასთან მიმართებით გამყარებამ 0.41 თეთრი შეადგინა, ლირის გაცვლითი კურსი კი 17.79 თეთრი გახდა. რა ამყარებს ლარს და როგორია მოლოდინები?