მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეზღუდვების შემსუბუქების ახალი ეტაპი - რა როდის იხსნება?

BM.GE
24.02.21 18:26
1089
საქართველოს მასშტაბით რესტორნების ფუნქციონირება სრულად მარტის დასაწყისიდან აღდგება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, რესტორნები 1-ელი მარტიდან ბათუმში, ხოლო 8 მარტიდან დანარჩენ საქართველოში გაიხსნება. რაც შეეხება სხვა შეზღუდვებს, სპორტული დარბაზები 15 მარტიდან დაიწყებენ ფუნქციონირებას. კონფერენცია და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით განახლდება 1 მარტიდან. 8 მარტიდან, შაბათ -კვირის ჩათვლით იმუშავებს სავაჭრო მოლები, ბაზრობები და საცალო გაყიდვების ობიექტები. ასევე შაბათ-კვირის ჩათვლით ამუშავდება მუნიციპალური ტრანსპორტი. საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ამოქმედდება 25 თებერვლიდან. რაც შეეხება კომენდატის საათს ის „21:00 საათიდან, დილის ხუთ საათამდე კვლავ ძალაში რჩება. ეს არის გადაწყვეტილებები, რომელიც საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.