მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“შნო” - ქართული ავეჯი 1993 წლიდან

BM.GE
17.07.20 09:16
1115
ტერაბანკი ბიზნესკლიენტებს საქმიანობის პოპულარიზაციაში ეხმარება. მათ შორის კომპანიებისათვის განკუთვნილი სასაჩუქრე პაკეტები ისეთ სერვისებს აერთიანებს, როგორებიცაა ლოგოსა და კორპორაციული სტილის, სოციალური მედიის არხებისა და ვებგვერდის შექმნა, რეკლამისა თუ ბიუჯეტის დაგეგმარება, ტურისტულ პლატფორმებზე პოპულარიზაცია, ფოტოგადაღება და სხვა. მომხმარებლები სერვისებს თავადვე, საჭიროებების მიხედვით არჩევენ და დღეს კიდევ ერთ ქართულ ბიზნესზე უნდა მოგიყვეთ... კომპანია შნო ქართულ ბაზარზე 27 წელია ოპერირებს და ქვეყანას რკინის და ხის ავეჯებით ამარაგებს. შნოს ბიზნეს საქმიანობა 1993 წლიდან იწყება და ბაზრის მოთოხვნის შესაბამისად ვითარდება. კომპანიის დამფუძნებლებს აქვთ ამბიცია, რომ კონკურენტულ ბაზარზე იყვნენ პირველები და აკეთებენ ყველაფერს, იმისთვის, რომ იმპორტირებული ავეჯი ქართული ნაწარმით შეძლებისდაგვარად ჩაანაცვლონ. შნოს შოურიმი დღეს მხოლოდ თბილისშია მაგრამ სამომავლოდ ვინ იცის, გეგმაში ქვეყნის მოცვა და ქვეყნის საექსპორტე კალათში საკუთარი წილის მონიშვნაც განსაზღვრულია.